საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს ფარავს, წინა ანგარიშების მსგავსად, უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს.

ამ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს.

ანგარიში ხაზს უსვამს ვენეციის კომისიის დასკვნებში გაკეთებულ შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული ცვლილებები, მანამდე მიღებულ შემზღუდველ ზომებთან ერთობლიობაში, საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მიმართულებით.

ადამიანის უფლებები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებისა და კონსტიტუციის მეორე თავითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესასრულებლად, ევროპული კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს და უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელმყოფი ქმედებები.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.