

იმ მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის, რომლებიც შენობების რეაბილიტაციას საჭიროებენ, განათლების სამინისტრო კონტეინერული ტიპის შენობებს ყიდულობს. კონტეინერების გამოყენებას ასევე აპირებენ იმ სოფლებშიც, სადაც სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდისგან (მგფ) გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ევრო პანელ ჯგუფმა“, 2026 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ორ კვირაში უნდა მოამზადოს კონტეინერული სკოლების დიზაინი.
განათლების სამინისტროდან და მგფ-იდან მოპოვებული ინფორმაციით, მათ ერთობლივად უნდა განსაზღვრონ ის სოფლები, სადაც ეს კონტეინერული სკოლები განთავსდება. თუმცა, ამ ეტაპზე სკოლების ჩამონათვალი უცნობია.
მოხვდება თუ არა ამ ჩამონათვალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები, – ამ შეკითხვით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მივმართეთ.
„ხარაგაულში მოქმედი, მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში მყოფი, მცირეკონტინგენტიანი, სულ მცირე ორი სკოლა იმ ჩამონათვალში აუცილებლად იქნება“, – ამბობს გივი მიქანაძე.
საქართველოს მასშტაბით 600 კონტეინერული სკოლის შესაძენად და ადგილებზე დასამონტაჟებლად ტენდერი 22 450 000 ლარზე გამოცხადდა. შპს „ევრო პანელ ჯგუფმა“ ამ სამუშაოების შესრულება 19 500 000 ლარად ივალდებულა.
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს: