

თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. ამ უფლების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქემ ყველაზე უკეთ იცის რა აწუხებს, ან რა პრობლემებია იმ თემში, სოფელში, ქალაქში სადაც იგი ცხოვრობს.
მოქალაქეს შეუძლია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ფარგლებში ჩაერთოს შემდეგი საკითხების გადაწყვეტაში: ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესი, მუნიციპალიტეტის სივრცითი და ურბანული დაგეგმვა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი და არაფორმალური განათლება, სპორტი, კულტურა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფორმირება და ა.შ.
როგორ უნდა ჩაერთო თვითმმართველობის საქმიანობაში?
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებს – მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური, დამატებითი მექანიზმები. ესენია:
გახსოვდეს, მონაწილეობა შენი უფლებაა, მუნიციპალიტეტი კი ვალდებულია შექმნას გარემო ჯანსაღი დიალოგის და ჩართულობისთვის!
აღნიშნული საინფორმაციო ბიულეტენი მომზადებულია საინფორმაციო კამპანიის, „ჩაერთე მართვაში“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
ამავე თემაზე
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები და ოჯახები ხარაგაულს, – ამ შეკითხვაზე
ხარაგაულში 29 მაისს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის