

იმისთვის, რომ აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, საჭიროა ვიცოდეთ რა უფლებამოსილებები აქვს მუნიციპალიტეტს და მონაწილეობის რა გზები და საშუალებები არსებობს.
რა არის მუნიციპალიტეტი?
თავდაპირველად მოკლედ გაგაცნობთ რა არის მუნიციპალიტეტი – ესაა თვითმმართველი ქალაქი ან დასახლებათა ერთობლიობა (ქალაქი, დაბა, სოფელი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ჰყავს არჩევითი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ადგილობრივი რეგისტრირებული მაცხოვრებლები და აქვს ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები.
ადგილობრივი მოსახლეობა ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს, რომელთა მთავარი ფუნქცია ადგილობრივი საკითხების მოგვარებაა. თვითმმართველობის საშუალებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა!
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები:
ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია ერთმანეთისგან და ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ სხვადასხვა საკითხებს.
ცალკეული მიმართულებების მიხედვით მუნიციპალიტეტის საკუთარ
უფლებამოსილებებს წარმოადგენს:
მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. ასეთი უფლებამოსილებები შეიძლება იყოს:
აღნიშნული მასალა მომზადებულია საინფორმაციო კამპანიის, „ჩაერთე მართვაში“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
ამავე თემაზე
მოქალაქემ ყველაზე უკეთ იცის, რა პრობლემებია თემში, სადაც ცხოვრობს
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი