
ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ მხიარულთა და საზიანთა კონკურსის ფინალში გადავიდა.
დღეს, 7 მაისს, თბილისში გამართულ ნახევარფინალში „ჭირიმესთან“ ერთად ასპარეზობდნენ გორის „კეხურა“, ბათუმის „ნეპტუნი“, თბილისის „ხუთი ქული“ და საჩხერის „რავარია“.
„ჭირიმეს“ სცენარისტმა და რეჟისორმა მამუკა ჭიპაშვილმა დარბაზში შეკრებილ მაყურებელსა და ჟიურის საინტერესო და კრეატიული სიურპრიზი წარუდგინა, – ახალგაზრდებთან ერთად იუმორისტული ნომრებით კიცხის ფოლკლორულ ანსამბლ „ოდილას“ წევრები წარსდგნენ.
ვულოცავთ „ჭირიმეს“ ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას და ჩვენს გუნდს ფინალში გამარჯვებას ვუსურვებთ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ჭირიმემ“ ქართული იუმორისტული ლიგის ფინალში ერთხელ უკვე გაიმარჯვა.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება