

რიკოთის ავტომაგისტრალი, მეორე დღეა ჩაკეტილია. სოფელ ხევში, გზის 149-ე კილომეტრზე გუშინ, 30 მარტს, მთის ფერდი ჩამოიშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ ადგილის შესწავლა დაიწყეს.
დავინტერესდით, რა დაასკვნეს სპეციალისტებმა მთის ფერდის დათვალიერების შემდეგ, კონკრეტულად როდის გაიხსნება რიკოთის ჩაკეტილი გზა და როდის შეძლებენ ავტომანქანები უსაფრთხოდ გადაადგილებას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, „არსებობს მეწყერის განვითარების პოტენციური საფრთხე. კერძოდ, რიკოთის ავტობანის 149-ე კილომეტრზე მთის ფერდზე ბზარები შეინიშნება. ადგილზე ტოპოგრაფები, გეოფიზიკოსები და გეოლოგები მუშაობენ.
ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რამდენ დღეში გაიხსნება რიკოთის ავტობანი“,- გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობს.
რიკოთის მშენებარე ავტობანზე მთის ფერდები 13 მარტის კვირაში ორჯერ ჩამოიშალა – ვერტყვიჭალასა და უბისა-შორაპნის მონაკვეთზე.
ამავე თემაზე
რიკოთის ავტობანი – სატრანსპორტო ცენტრი თუ მუდმივად პრობლემური მონაკვეთი
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ