

2023 წლის „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ჯილდოს მოსაპოვებლად მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წელს მეშვიდედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
2018 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში იყო ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე