„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია.  ათეულში გადავიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე.

საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

ელისო აბრამიშვილი -საჩხერის ილია ჭავჭავაძის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
ნინო გურეშიძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) მასწავლებელი;
ნადია დაბრუნდაშვილი – ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
მანანა კაპეტივაძე – ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;
თემურ სუყაშვილი – მარნეულის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
ნაზი ჩოფიკაშვილი – დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი;
ნინო ჭიჭინაძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება) მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო ათეული 18 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. კონკურსის ხუთი ფინალისტი პირველ სექტემბერს გამოვლინდება. 5 ოქტომბერს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული დასახელდება.

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

წყარო

ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის მასწავლებელი ნინო გურეშიძე მოსწავლეებთან ერთად