

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, იაპონიის საელჩოს საგრანტო დაფინანსებით მოპოვებული თანხით, დღეს, 9 მარტს, მრავალფუნქციური ტრაქტორის შესაძენად ტენდერი 205 ათას ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში განაცხადები 19 მარტიდან 22 მარტამდე მიიღება.
ეს საგრანტო დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოსგან ბუნებრივი კატასტროფებისადმი რეაგირებისა და რისკების შემცირებისთვის მიიღო.
პროექტის საერთო ღირებულება 73 439 აშშ დოლარია. ამ თანხის 19% – 11 575 აშშ დოლარი (დაახლოებით 32 179 ლარი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს.
შენიშვნა: ფოტო პირობითია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია