
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 61 864 აშშ დოლარის ღირებულების მძიმე ტექნიკას – ექსკავატორდამტვირთველს (JCB ტრაქტორი) შეიძენს.
ამის შესახებ იაპონიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ტოშიუკი სუზიკი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ატყობინებს.
ეს საგრანტო დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ბუნებრივი კატასტროფებისადმი რეაგირებისა და რისკების შემცირებისთვის მიიღო. იაპონიის საელჩო მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს ატყობინებს, რომ საგრანტო თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.
პროექტის საერთო ღირებულება 73 439 აშშ დოლარია. ამ თანხის 19% – 11 575 აშშ დოლარი (დაახლოებით 32 179 ლარი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, რასაც ხარაგაულის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება სჭირდება.
ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 21 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან