

თბილისში 9 თებერვალს პროექტის – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი – დოქტორი ქრიტოფ ბაიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი და ასევე, საპილოტე ათივე მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, პროექტის ფარგლებში ჩართული, მონაწილეები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა პროექტის „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ძირითადი მიღწევები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი პროდუქტები (პორტალი www.chemisakrebulo.ge, საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების გზამკვლევი, საკრებულოს წევრის ბლოკნოტი, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნორმატიული აქტის პროექტი), ასევე 2022 წელს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტებში (მათ შორის ხარაგაულში) გამართული პილოტირების შედეგები. ღონისძიების დასასრულს გაიმართა საკრებულოს წევრების დაჯილდოვება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე დაჯილდოვდა.
ღონისძიების ორგანიზატორი: კონსორციუმი, რომელიც შედგება სამი ორგანიზაციიგან: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტი (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
პროექტი ხორციელდებოდა 2021 წლის ივლისიდან და დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) ფარგლებში.
ამავე თემაზე
მოქალაქეებმა არჩეულ დეპუტატებს უნდა მოვკითხოთ, თუ რა გააკეთეს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად
საკრებულოში არჩეული ქალები მოსახლეობის ნდობას ვამართლებთ – ლენა აბაშიძე
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების