

ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურის ფინალშია.
ამ ჩემპიონატის ფინალი კვირას, 11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართება.
მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ორგანიზატორთა ინიციატივით, ფინალში გასულმა გუნდებმა ერთ-ერთ იუმორისტულ ნომერში ცნობადი სახე უნდა დაიმატონ. „ჭირიმესთან“ ერთად სკეტჩში მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი ჩაერთვება.
„ჭირიმეს“ შემადგენლობაში არიან – ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, დათო ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი. გუნდის ხელმძღვანელი და რეჟისორია მამუკა ჭიპაშვილი.
ფინალში ხარაგაულის „ჭირიმესთან“ ერთად ბათუმის „ნეპტუნი“, აბაშის „სულგუგუნი“ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი „ლექტორი და სტუდენტები“ იასპარეზებენ.
„ჭირიმესთვის“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კვირას ერთად ვუქომაგოთ და ვუგულშემატკივროთ ამ გუნდს.
ფინალზე დასწრების მსურველები მობრძანდით მისამართზე – თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა #69, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მოპირდაპირედ), დასაწყისი 17:00 საათზე.
წარმატებებს ვუსურვებთ „ჭირიმეს“.
შეგახსენებთ, რომ „ჭირიმემ“ წარმატებით დაძლია „ქართული ლიგის“ შესარჩევი ტური, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი.
ამავე თემაზე
„ჭირიმეს“ წევრი ბექა ხიჯაკაძე „იუმორინას“ საახალწლო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ