1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა: „სიცოცხლის გახანგრძლივება ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვისა და ზრუნვის სისტემების გაუმჯობესებით“.

ჯანმრთელ დაბერებაზე გავლენას სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი ბიოლოგიური, ქცევითი, სოციალური და გარემოს ფაქტორები ახდენს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2021–2030 წლები ჯანმრთელი დაბერების ათწლეულად გამოაცხადა, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • ასაკისა და დაბერების მიმართ დამოკიდებულებებისა და ქცევების შეცვლა;
  • ხანდაზმული ადამიანების შესაძლებლობების მხარდამჭერი გარემოსა და თემების განვითარება;
  • ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული, ადამიანზე ორიენტირებული ინტეგრირებული ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების მქონე ხანდაზმული ადამიანებისთვის ხარისხიანი ხანგრძლივი მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2026 წლის თემის შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სოციალური სისტემების ისეთი განვითარება, რომელიც პასუხობს ხანდაზმული ადამიანების საჭიროებებს, უფლებებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.