ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებში მასწავლებლების პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდა.

ღორეშის სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის (30 სთ. კვირაში) ვაკანსიაზე საბუთების წარდგენა შესაძლებელია 10 ოქტომბრის ჩათვლით;

ვერტყვიჭალის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის (VI კლ., 6 სთ. კვირაში) ვაკანსიაზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი;

ვერტყვიჭალის სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის (III, IV, X კლ., 8 სთ. კვირაში) ვაკანსიაზე საბუთების მიღება შესაძლებელია 5 ოქტომბრის ჩათვლით.