ხარაგაულის იუმორისტული გუნდის, „ჭირიმეს“ წევრი ბექა ხიჯაკაძე, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის სხვა მონაწილეებთან ერთად, „იუმორინას“ საახალწლო კონცერტში ჩაერთვება.
როგორ შეარჩიეს „იუმორინაში“ მონაწილეობისთვის მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის გუნდების წევრები, ამის შესახებ კომპანია „ლომისის“ გენერალური დირექტორი და „იუმორინას“ პროდიუსერი გია ბაღაშვილი გვესაუბრება.
„განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოვიკითხავ ხარაგაულს და ადამიანობით, ქართული სულითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ხარაგაულელებს, – ამბობს გია ბაღაშვილი, – „იუმორინას“ კონცერტებზე დებიუტანტების ჩართვის ტრადიცია „იუმორინას“ პირველივე კონცერტიდან იღებს სათავეს.
წლების განმავლობაში რუბრიკა „დებიუტანტი“ ჩვენთვისა და მაყურებლისთვის გამორჩეულად საინტერესო და საყვარელ რუბრიკად ჩამოყალიბდა. ამ რუბრიკის ფარგლებში „იუმორინამ“ დღეს უკვე კარგად ცნობილი და ვარსკვლავად წოდებული სხვადასხვა ჟანრის არაერთი პოპულარული მსახიობი დააფრთიანა.
ვფიქრობთ, წელსაც იუმორისტების გამორჩეულად ნიჭიერი გუნდი იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მეგობარია „ქართული ლიგის“ ერთ-ერთი ავტორი გიორგი გაბუნია. სწორედ გიორგისა და „ქართული ლიგის“ სხვა მესვეურებთან ურთიერთობით შევთანხმდით, რომ მათი ნაკრები გუნდი 16 და 17 დეკემბერს „იუმორინას“ კონცერტებზე გამოვიდოდა.
ამ ნაკრებ გუნდში სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანის, ბექა ხიჯაკაძის ყოფნა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ბექას უკვე აქვს საკუთარი სტილი და იუმორის მისთვის დამახასიათებელი მანერა. დარწმუნებული ვარ, იგი თავის სიტყვას უთუოდ იტყვის პროფესიულ სცენაზე“.
ხარაგაულის იუმორისტულმა გუნდმა „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ნახევარფინალში გაიმარჯვა და ახლა ფინალისთვის ემზადება.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი