

ხარაგაულის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით არჩეული ორი დეპუტატის გადაწყვეტილების შესახებ, – რომ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ, პ/გ „ლელოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა მაღრაძე სოციალურ ქსელში კომენტარს ავრცელებს:
„ველოდი და აი ისიც. შთაბეჭდილება მრჩება, რომ დავალება ყველა რაიონულ ორგანიზაციას ასეთი აქვს. თავისი რიგებიდან ორი-ორი წევრი „ხალხის პარტიაში“ გადაანაცვლონ.
სიმართლე გითხრათ, ხარაგაულის უმრავლესობიდან სხვებს უფრო ველოდი, გამომდინარე მათი მსოფლმხედველური და არეულ-დარეული იდეოლოგიური შეხედულებების გამო. როგორც ჩანს, ისეთი წევრები შეარჩიეს, ვისაც საკრებულოში თანამდებობები არ უკავია, მაინც ზედმეტი შარიშური რომ არ მოჰყოლოდა.
მათ, ვისაც „ხალხის ძალის“ ლიდერების მსგავსად, კონსპირაციული თეორიები და „სიმართლის ტირაჟირება“ იზიდავს, მაინც თანამდებობის დაკარგვის შიში აქვთ“, – წერს სოციალურ ქსელში ინგა მაღრაძე.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა.
საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ზესტაფონი-ხაშურის – მიმოსვლის განრიგი შეიცვალა.
19 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სკოლების ინფრასტრუქტურის
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო