ხარაგაულის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით არჩეულმა ორმა დეპუტატმა ეკა შველიძემ და ავთანდილ ვეფხვაძემ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს.
ამის შესახებ მათ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართეს და განცხადებაში ფრაქციის დატოვების მიზეზად „პირადი მოსაზრება“ მიუთითეს.
რა არის ის „პირადი მოსაზრება“, რის გამოც დეპუტატებმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვეს, – ამ შეკითხვით ეკა შველიძესა და ავთანდილ ვეფხვაძეს მივმართეთ.
ეკა შველიძემ გვიპასუხა, რომ გადაწყვიტა გაერთიანდეს მოძრაობაში „ხალხის ძალა“, რომელთა ლიდერების მოსმენისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – ახსენდება.
„ყველაზე მეტად ვცემ პატივს იმას, ვინც დაგველაპარაკება როგორც თანასწორს და არ მოგვახვევს თავზე იმას, რაც ჩვენს ტრადიციას, გემოვნებასა და ისტორიულ წარსულს არ შეესაბამება, – ამბობს ეკა შველიძე, – ბევრი რამის მიმართ პროტესტი მაქვს და ახლა მომეცემა საშუალება, ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვა, რა არ მომწონს სტრატეგიული პარტნიორისა თუ მტრისგან“.
დეპუტატი ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ მან ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ეკა შველიძესთან ერთად მიიღო და მოძრაობა „ხალხის ძალის“ მოსაზრებებსა და შეხედულებებს სრულად იზიარებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მოძრაობა „ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მაშინ მათ განაცხადეს, რომ ამ მოძრაობის შექმნის მიზანი „საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვაა“.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დაფუძნებიდან მალევე გაავრცელეს განცხადება და ამერიკის საელჩოს მიერ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ მომზადებული დოკუმენტი გააკრიტიკეს. ამ განცხადების მიხედვით, „აშშ-ს საელჩოს ძალისხმევა მიმართულია საქართველოში ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ“.
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ ბრალდებებს უგუნური და კონსპირაციის უსაფუძვლო თეორიები უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობას „ხალხის ძალა“ ბოლო სამი თვეა, მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან „ქართული ოცნების“ წევრები უერთდებიან.
ამავე თემაზე
„ხარაგაულში მათ, ვისაც კონსპირაციული თეორიები და „სიმართლის ტირაჟირება“ იზიდავს, თანამდებობის დაკარგვის შიში აქვთ“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი