

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წლევანდელი კურსდამთავრებულები ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ.
მათ შორისაა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებული კესო ჩხიკვაძე.
„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა შედგა, – ამბობს კესო ჩხიკვაძე, – შეხვედრაზე FLEX-ის გასული წლების კურსდამთავრებულებიც იმყოფებოდნენ. ისინი გვესაუბრენ, თუ რა პროექტების განხორციელება შეგვიძლია მომავალში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
თავად ელჩი კელი დეგნანი ჩვენთან იმაზე მეტ ხანს დარჩა, ვიდრე დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. თითოეულ კურსდამთავრებულს დაწვრილებით გამოგვკითხა ამერიკული შთაბეჭდილებები, ამერიკაში ცხოვრებისა და სწავლის პირობები. განსაკუთრებით დაინტერესდა იმით, თუ რა პრობლემები დავინახეთ ჩვენ ამერიკაში.
კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანამ ჩვენ გვსურს, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარი იქნება“.
ფოტოზე: FLEX-ის კურსდამთავრებულები ამერიკის ელჩთან (კესო ჩხიკვაძე მეორე რიგში მარცხნიდან მესამე)
ასევე დაგაინტერესებთ
დღეს კიდევ 30 სტუდენტს გავაგებინე, რომ საქართველო ევროპაშია და რუსეთი ოკუპანტია – კესო ჩხიკვაძე
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების