

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ევროპიდან, კერძოდ გერმანიიდან, ორი სხივი შემოვიდა; – ამბობს ა/ო „წიფლარის“ დამფუძნებელი მანანა ტაბაშიძე, – ერთი სხივით შეიქმნა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და მასში გაერთიანდა ხარაგაულის ტყის ფონდიც, სადაც დღესაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული სტაბილურად.
მეორე სხივით ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეიქმნა და იკრებს ძალას, რომ ხარაგაულის თემის მაცხოვრებლებზე იზრუნოს, არაფორმალური გზით აუმაღლოს განათლების დონე; რათა იოლად მოახერხონ დასაქმება ან თვითდასაქმება.
თავის დროზე ჩემი კუთვნილი აგური დავდე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მშენებლობაში, ხარაგაულის ოფისში.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში კი, როგორც მენეჯერი, ვცდილობ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულო წარმატებით, ხარაგაულის სასიკეთოდ“, – სოციალურ ქსელში წერს მანანა ტაბაშიძე.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ევროპულ მომავალზე საუბარს ყველა უფრთხის, ალტ-ინფოს ოფისს კი მთელ საქართველოში პოლიცია იცავს
არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ