

ხარაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ მუნიციპალური სამსახურის საშტატო განრიგს ახალი შტატი – საწყობის გამგე დაამატა.
მან ამ თანამდებობაზე ხარაგაულის მერის თანაშემწის, ჟანა ნემსაძის დედა დანიშნა.
თამარ შავიძის თქმით, საჭირო გახდა, რომ საკვების დასაწყობება და მოვლა-პატრონობა ცალკე ადამიანისთვის ჩაებარებინა, რადგან გასულ წელთან შედარებით, ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და მეტი საკვები პროდუქტების შეძენა უწევთ.
ხარაგაულის „სათნოების სახლში“ ამჟამად 141 ბენეფიციარია. თამარ შავიძე ამბობს, რომ მომავალი თვიდან, სავარაუდოდ, კიდევ ათი ბენეფიციარი დაემატებათ.
ხარაგაულის „სათნოების სახლის“ არსებულ საშტატო განრიგს, საწყობის გამგის გარდა, პირველი მარტიდან სოცმუშაკი, ჭურჭლის მრეცხავი და დიასახლისის ათი დამხმარე დაემატა, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის ფარგლებში.
ფოტოზე: ხარაგაულის სათნოების სახლი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
საკადრო ცვლილებები ხარაგაულში
ვინ გახდა ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.