

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგების პროცესი ჭიანურდება.
ამ ბაღის ახალი შენობის აშენება ავტობანის მშენებელი კომპანიის ვალდებულებაა. ამ კომპანიის წარმომადგენელი დავით სუჯაშვილი ამბობს, რომ ტექნიკური პროცედურები გახანგრძლივდა.
ხევის საბავშვო ბაღის შენობის პროექტი და ექსპერტიზის დასკვნა ახლა საავტომობილო გზების დეპარტამენტში განიხილება. მისი თქმით, პროექტი ხარაგაულის თვითმმართველობასაც გადმოუგზავნეს. სავარაუდოდ, მარტში ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება.
2021 წლის ოქტომბრიდან ხევის საბავშვო ბაღმა სწავლა ნაქირავებ ბინაში განაახლა.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.