

ხევის საბავშვო ბაღის შენობა რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალშია.
„ავტობანის მშენებელმა ბაღის შენობის დაცლა მოითხოვა და ამიტომ ხევში კერძო სახლის პირველი სართული დავიქირავეთ, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ახალი შენობის ასაგებად ტერიტორია მუნიციპალიტეტმა კერძო პირისგან შეიძინა.
ბაღის შენობის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა და მალე მშენებლობა დაიწყება. საბავშვო ბაღი საზოგადოებრივი ცენტრის გვერდით განთავსდება“.
სწავლა ხევის საბავშვო ბაღში, ისევე როგორც ხარაგაულში მოქმედ დანარჩენ ბაღებში, 6 ოქტომბერს განახლდება.
მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხევის საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერს ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანია გამოაცხადებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ სავარაუდოდ ივნისში, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებოდა და სექტემბრისთვის დასრულდებოდა.
ფოტოზე: ხევში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდება
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა.