

რიკოთის ავტობანის მშენებლობა ბორითში, საბავშვო ბაღის ეზოს სიახლოვეს მიმდინარეობს.
ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი 13 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხო იქნება საბავშვო ბაღში სწავლის განახლება.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, ანალოგიური მოსაზრება მერიაშიც აქვთ.
„რიკოთის ავტობანის მშენებელ კომპანიას წერილობით მივმართეთ და პასუხს ამ დღეებში ველოდებით, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მშენებლისგან წერილობით დასკვნას ვითხოვთ, მშენებლობის პარალელურად საბავშვო ბაღის ფუნქციონირება უსაფრთხო იქნება თუ არა.
მათი პასუხის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ საფრთხეა, საბავშვო ბაღისთვის ალტერნატიულ ფართს გამოვძებნით.
სამომავლოდ, თუ ბორითში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება თუ აუცილებელი გახდა, თვითმმართველობას შესაბამისი ტერიტორია უკვე მოძებნილი აქვს“.
ამავე თემაზე
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული