ბორითის საბავშვო ბაღის ეზოს ნაწილი – 373 კვმ მიწა – რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალშია.
მიწის ამ ფართობზე განთავსებულია საბავშვო ბაღის სათავსო და სველი წერტილი.
„ორი კვირის შემდეგ ამ ორი შენობის დანგრევა იგეგმება, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – სათავსოში შეშაა დასაწყობებული. შენობების დემონტაჟი მშენებელი კომპანიის ვალდებულებაა. სამშენებლო მასალა დასაწყობდება და, შესაძლოა, ბეტონის ფილები ბაღის ეზოს შემოსაღობად გამოვიყენოთ.
რამდენად უსაფრთხო იქნება საბავშვო ბაღის ფუნქციონირების გაგრძელება ავტობანის ტერიტორიის მიმდებარედ, ვერ გეტყვით. ეს რისკი სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. შესაძლოა, ავტობანსა და ბაღის ეზოს შორის დამცავი ჯებირი აიგოს.
თუ საჭირო გახდა, ბორითში ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს. აღსაზრდელთა უსაფრთხოებას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ.
ვფიქრობ, სასწავლო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება ვერ მოესწრება. ამიტომ ბორითის ბაღისთვის ალტერნატიული ფართის მოძიების საკითხსაც განვიხილავთ“.
დავინტერესდით, რა ღონისძიებებს მიმართავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ბორითში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება უსაფრთხოდ გაგრძელდეს.
ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით მიმართა, რომ ეს საკითხი შეისწავლონ.
„ავტობანსა და ბაღის ტერიტორიას შორის მანძილი დადგენილ სტანდარტზე მცირე თუ აღმოჩნდება, საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის ასაშენებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფინანსებს გამოყოფს, – ამბობს დავით დევდარიანი, – შენობას კი ავტობანის მშენებელი ააგებს.
ბაღისთვის საკმარისი მიწის ფართობია იმ ტერიტორიაზე, სადაც პოლიციისა და სამაშველო სამსახურის შენობა უნდა აშენდეს“.
ბორითის საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი ფუნქციონირებს. ამ ბაღში 70 აღსაზრდელი ირიცხება და კონტინგენტი, ბოლო წლებში, იზრდება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი