

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ „საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის“ კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
მათ შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.
აღნიშნულ კონკურსში ხარაგაულის თვითმმართველობამ სამოქალაქო ბიუჯეტირების საპილოტე პროექტი წარადგინა.
გაეროს განვითარების პროგრამის – „ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან ერთად ქუთაისის, ფოთის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდის, ქედის, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
2022 წლისთვის, ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტი 150 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში შვიდი საპროექტო წინადადება დაფინანსდება.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.