

ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
ტენდერში, რომელიც 2 100 532 ლარზე გამოცხადდა, კომპანიამ – „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ – 1 890 360 ლარი დააფიქსირა.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მოაწყოს.
ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემა, ათეული წლებია, მწყობრიდან გამოსული და მოსაწესრიგებელია.
საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დაბა ხარაგაული კანალიზირებულია ნაწილობრივ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხარისხის მილებით, რომლებიც ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინებიან მდინარე ჩხერიმელას მრავალ ლოკაციაზე. ყველა ეს ჩამშვები კოლექტორი ფეკალურ სითხეებს უშვებს არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობების ზემოთ. აღნიშნული კოლექტორები არ იმყოფება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე.
ნინო კაპანაძე
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: