

„გამოვიხურეთ ჩვენი სკოლის კარები, – სოციალურ ქსელში წერს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – ადგილმდებარეობას ვიცვლით. ათი თვის შემდეგ განახლებული სკოლის კარს შევაღებთ.
სოფელ მარელისში გადავედით. სასკოლო ცხოვრებას კვლავ ერთად – მთელი შემართებითა და შემოქმედებითად განვაგრძობთ.
მადლობა ყველა მოსწავლეს, მშობელს, თანამშრომელს, რომლებმაც ერთად დგომის ფასი ვიცით. წარმატებები ჩვენს სკოლას.
ამ ფოტოებზე აღბეჭდილია ჩვენი მომავალი სკოლის ხედი და ჩვენი განწყობა სკოლის სარეაბილიტაციო შენობიდან გამოსვლის წინ“.
მარელისის საჯარო სკოლის შენობას, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის სკოლების შენობებთან ერთად, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ 6 105 500 ლარად აპირებს.


პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,