

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, საოლქო კომისია მუნიციპალიტეტის არჩეული მერის, კობა ლურსმანაშვილის, უფლებამოსილებას არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 11 კალენდარულ დღეში ცნობს.
„ხარაგაულის საოლქო კომისია მერის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს 11 ნოემბერს შეადგენს, – ამბობს მაყვალა სულაქველიძე, – ამ ოქმის შევსებიდან 11 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ანუ 22 ნოემბერს, არჩეულ მერს უფლება აქვს, საქმიანობას შეუდგეს“.
31 ოქტომბერს ხარაგაულში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართა.
მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 ივლისს ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.