

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
„მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.
დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.
ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.
ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შუეძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზოგადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები.
ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტისგან გავრცელებულ განცხადებაში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, 30 კი – მაჟორიტარული წესით. პარლამენტში მოხვდება ყველა პარტია, რომელიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.
31 ოქტომბერს ხარაგაულში პარლამენტის არჩევნებთან ერთად მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ხარაგაულში მერის თანამდებობა ვაკანტურის მას შემდეგ გახდა, რაც მერმა, ნიკო თოფურიძემ პოსტი 13 ივლისს დატოვა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,