

ხარაგაულისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – საგარეუბნო მატარებელ „მასტერაოს“ აღდგენა – დღეს მოლითის დეპუტატმა ვახტანგ ტალახაძემ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის სახელისუფლებო კანდიდატ პაატა კვიჟინაძესთან შეხვედრაზე დააყენა.
დღეს, 4 აგვისტოს, ხარაგაულის კინოთეატრში პაატა კვიჟინაძესთან საჯარო მოხელეების, სკოლების დირექტორების, ააიპ-ების თანამშრომლებისა და პარტიული მხარდამჭერების დახურული შეხვედრა გაიმართა.

– ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართვა ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – რკინიგზის ხელმძღვანელს ვესაუბრე. მაინცდამაინც მონდომებულები არ არიან, რადგან ეშინიათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მითხრა, რომ სპეციალურ რეგლამენტს შეიმუშავებენ. ამ კვირის ბოლოს ეს მოთხოვნები მზად იქნება.
ამის შემდეგ ისევ რკინიგზას უნდა მივადგე და რამენაირად უნდა ვაიძულო, რომ საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა აღდგეს.
პრემიერ-მინისტრი არ ვარ, რომ ეს საქმე უკვე გაკეთებულად ჩათვალოთ, მაგრამ თუ „საქართველოს რკინიგზადან“ თანხმობა ვერ მივიღეთ, მერე მთავრობას უნდა მივმართოთ. მაგ საქმეს არ მივატოვებთ, გპირდებით“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ დღეს ხარაგაულში გამართულ დახურულ შეხვედრაზე.
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით