

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი სწავლის პროცესი განახლდა.
ხუთშაბათს, პირველ თებერვალს, მოლითისა და ზვარეს საჯარო სკოლებში სწავლა გათბობის არქონის გამო შეწყდა. ამ სკოლებში გასათბობად ნაწილობრივ ელექტროენერგიას იყენებენ. დიდთოვლობის გამო კი სკოლებს ელექტროენერგია ვერ მიეწოდებოდათ.
ამ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება 2 თებერვალს აღდგა და ამჟამად სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სკოლების დირექტორების ინფორმაციით, გაცდენილ საათებს შაბათ დღეს სწავლის ხარჯზე აანაზღაურებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია