ხარაგაულში ერთ წელზე მეტია, ხორციელდება პროექტი – „პოლიეთილენი, დიოქსინ ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“. პროექტის კოორდინატორმა ხათუნა მანჯავიძემ ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით მიმართა ამ პროექტის გაგრძელებისათვის ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით. ამ საკითხზე ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს წევრებმა პირველ ივლისს იმსჯელეს.
პროექტის კიოორდინატორმა ხათუნა მანჯავიძემ დეპუტატებს განუმარტა, თუ რა სირთულეებია პროექტის გასაგრძელებლად. „საჭიროა წელიწადში 5 000 ლარი, რათა „ხარაგაულდასუფთავებას“ ავუნაზღაუროთ საწვავის ხარჯი და სოფლებიდან გამოვიტანოთ კონტეინერებში შეგროვილი პოლიეთილენის ბოთლები შემდგომში დაპრესვისა და რეალიზაციისათვის,“- ამბობს პროექტის კოორდინატორი.
ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორმა თემურ ფურცელაძე ამბობს, რომ მისი სამსახური მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა ამ პროექტის ფარგლებში ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის.“ საჭიროა მხოლოდ საწვავის ხარჯი შეგროვილი ნარჩენების ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ ავტომანქანით ტრანსპორტირებისათვის.
საკრებულოს წევრთა თქმით, ეს ხარაგაულისათვის საჭირო პროექტია და ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ აღნიშნული პროექტის დაფიფანსებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა, პროექტის კოორდინატორმა საკრებულოს მიმართოს სპეციალური მოთხოვნის წერილითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით.
„თუ პროექტი მუნიციპალიტეტის დახმარებით გაგრძელდება, ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციაში შეტანილი მაქვს შესაბამისი პროექტი, რომლის დაფინანსების შემთხვევაში შეგვეძლება შევიძინოთ დამატებითი კონტეინერები და შევძლოთ მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება ნაგვის ურნებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე ხათუნა მანჯავიძემ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი