

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების მასშტაბურ პროცესსა და, აღნიშნულის შედეგად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ეხმაურება.
ამ ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცესი არაერთ კითხვას აჩენს და სხვადასხვა რეგიონში ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების სერიოზული პოტენციალი აქვს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე (710 226 ადამიანი) 23%-ით ნაკლებია.
დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა:
სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიაჩნიათ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება თავისთავად ვერ ჩაითვლება სიღარიბის დაძლევის ან სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლად.
„სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შეფასებისას გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი ტოვებს დახმარების სისტემას, არამედ ის, რამდენად გაუმჯობესდა მათი მატერიალური მდგომარეობა, შეინარჩუნეს თუ არა წვდომა საბაზისო საჭიროებებზე და არსებობს თუ არა მათი ხელახალი გაღარიბების რისკი.
შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოაქვეყნოს მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ საკითხზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვრცელ მიმოხილვასა და რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების მასშტაბურ პროცესსა და, აღნიშნულის შედეგად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ეხმაურება. ამ ცენტრის […]
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალგაზრდა ბლოგერებს,
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ
„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში