აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა და კონგრესზე სრული კონტროლი დაამყარა. ტრამპის მხარდამჭერ შტატებში დემოკრატების გამარჯვებამ ამერიკულ პოლიტიკაში „სეისმური შოკი“ გამოიწვია.

2026 წლის შუალედური არჩევნებით, დემოკრატიულმა პარტიამ სენატში მოიპოვა 51 ადგილი (6 ადგილის დამატებით), წარმომადგენელთა პალატაში კი სულ მცირე 229 მანდატი.

დემოკრატებმა გაიმარჯვეს ისეთ ტრადიციულ რესპუბლიკურ შტატებში, როგორიცაა ტეხასი, კანზასი, სამხრეთ კაროლინა და ოჰაიო.

დემოკრატების წარმატებამ რამდენიმე ისტორიული რეკორდი მოხსნა:

  • კანზასში დემოკრატების კანდიდატმა სენატორის სკამი 1932 წლის შემდეგ – დიდი დეპრესიისა და ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროიდან – პირველად მოიპოვა;
  • ტეხასის გუბერნატორად ჯინა ჰინოხოსა აირჩიეს. ეს დემოკრატებისთვის პირველი გამარჯვებაა, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ;
  • სამხეთ კაროლინაში დემოკრატების კანდიდატმა სენატის არჩევნები, 1998 წლის შემდეგ, პირველად მოიგო;
  • აიოვაში ყოფილმა პარალიმპიელმა ჯოშ ტურეკმა რესპუბლიკელი ჯონი ერნსტის პოსტი დაიკავა და დაამარცხა ენშლი ჰინსონი, რომელსაც არჩევნებამდე ორი დღით ადრე თავად ტრამპმა გაუწია რეკლამირება.
ამერიკას პირველად ეყოლება შავკანიანი ქალი გუბერნატორი! ჯორჯიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კიშა ლანს ბოტომსი, ატლანტის ყოფილი მერი.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მე საარჩევნო ბიულეტენში არ ვიყავი; რომ ვყოფილიყავი, დამაჯერებლად გავიმარჯვებდი“.

New York Times-თან ინტერვიუში კი ტრამპმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად მზადაა არჩევნების შედეგების მისაღებად და ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის.

თუმცა, რესპუბლიკური პარტიის შიგნით უკმაყოფილება პიკს აღწევს. ტეხასელმა რესპუბლიკელმა ლობისტმა ბილ მილერმა აღნიშნა: „ეს მისი ბრალია და სხვა არავისი. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის სრული, აბსოლუტური უარყოფა“.

ახალარჩეული კონგრესი მუშაობას 2027 წლის 3 იანვრიდან შეუდგება.

წყარო