

ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში მრავალფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო) ცენტრის მოწყობას გეგმავს. ამისათვის ამ შენობის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „პარმაღი“ (დირექტორი თემურ შარიქაძე) ახორციელებს.
ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და შპს „პარმაღს“ შორის 31 აგვისტოს გაფორმდა. სამუშაოებისათვის 1 243 000 ლარია განსაზღვრული. ხელშეკრულების მიხედვით, შენობის სრული რეაბილიტაცია 2027 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მშენებელმა ორგანიზაციამ შენობის ორივე სართულსა და სარდაფში სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განახორციელოს, ასევე დემონტაჟს ექვემდებარება არსებული სახურავი და გარე დაზიანებული კიბეები, ლიფტის შახტა, არსებული კარ-ფანჯრები და მინა ბლოკის კედლები.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე მოეწყობა სახურავი (მეტალოკრამიტი, ფერადი თუნუქით); ასევე რკინა ბეტონის გარე კიბეები, მოაჯირები და გარე ლიფტი შშმ პირებისთვის. ასევე პირველ და მეორე სართულზე გათვალისწინებულია წყლისა და კანალიზაციის ქსელისა და ცენტრალური გათბობის მოწყობა.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალგაზრდა ბლოგერებს,
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ
„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში მრავალფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო) ცენტრის მოწყობას გეგმავს. ამისათვის ამ შენობის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული