

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, „იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ“.
ეს ინფორმაცია მან დღეს, 31 ივლისს, გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
მისი თქმით, მედიკამენტს დაახლოებით 30-35 ბავშვი გამოიყენებს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ განკუთვნილია 6 წლის ასაკიდან, გადაადგილების უნარის მქონე პაციენტთათვის.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მკურნალობა, „ოპტიმისტური ვერსიით, სექტემბრის დასაწყისში დაიწყება“. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან.
წელიწადზე მეტია, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები ამ დაავადების მკურნალობისა და მართვისთვის მნიშვნელოვანი, ახალი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ. 2026 წლის თებერვლიდან ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქციები დაიწყეს.
3 ივლისს მშობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზე იყო.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი