
„ჩემი ხარაგაულის“ ორმა ვიდეომ პოლონური ორგანიზაციისგან გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
„სიტუაცია ვიდეოში, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა, იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჟურნალისტური, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც, – აღნიშნა ჯილდოს გადმოცემისას კონკურსის ორგანიზატორმა აგნიეშკა ნოვინსკამ, – ძალიან მოკლე ფილმში რეპორტიორმა გადმოსცა ყველაფერი, რაც იმ სიტუაციაში შეიძლებოდა რომ გადმოეცა.
„ბრალდებულის სახლი გადაწვეს“ – ასე ეწოდება კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოფილმს (ავტორი ლაურა გოგოლაძე), რომელშიც ტრაგიკული შემთხვევაა ასახული.
კონკურსის ჯილდოები დაიმსახურა შოთა ლომიძისა და ნინო კაპანაძის მიერ მომზადებულმა ფილმმა, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის დროს დაზარალებულ 9 წლის ბიჭუნაზე გვიამბობს.
კონკურსი გამოცხადებული იყო ოთხ კატეგორიაში:
ვებგვერდის კატეგორიაში გაიმარჯვა speqtri.ge; ვიდეომასალის კატეგორიაში – chemikharagauli.com; ფოტოსურათი ვებგვერდზე – sknews.ge; საუკეთესო ნიუსი – knews.ge
ლაურა გოგოლაძე დაჯილდოვდა ლეპტოპით, შოთა ლომიძე და ნინო კაპანაძე დაჯილდოვდნენ პლანშეტებით.
შოთა ლომიძე ასევე დაჯილდოვდა პოლონეთში სტაჟირებით. ვებგვერდის chemikharagauli.com – ის დიზაინერი და ადმინისტრატორი შოთა ლომიძე, შვიდი ქართული რეგიონული გამოცემის წარმომადგენელთან ერთად, 17 ოქტომბერს გაემგზავრება პოლონეთის ქალაქ კრაკოვში.
შარშან ანალოგიურ კონკურსში გამომცემლობამ „ჩემი ხარაგაული“ ფოტოს კატეგორიაში გაიმარჯვა; ხოლო „ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელი ლაურა გოგოლაძე, სამ ქართველ კოლეგასთან ერთად, – პოლონეთში სტაჟირებით დაჯილდოვდა.
კონკურსი პოლონურმა ასოციაციამ „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ და კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრმა ჩაატარეს პროექტის „საქართველოს ადგილობრივი გაზეთები მობილურ სინამდვილეში“ ფარგლებში.
საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით:
მარჩინ ბანკ – პროექტის მთავარი ტრენერი;
პიოტრ კრიშიაკი, იაროსლავ ბაბიცკი – პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემლები;
კონსტანტინე სტალინსკი – დიზაინერი, ინფორმატიკოსი და პროგრამისტი;
ალიცია მოლენდა – პოლონური ადგილობრივი გაზეთის „პშელომ“ გამომცემელი, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“ – RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი უსინათლოთა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკომისარი, მარტა კოსი
31 მარტი საქართველოს ისტორიაში
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა