ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 წლის რეზო ლ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.
რეზო ლ. დაკავებულია 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი თანასოფლელი ბავშვი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ამ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები და თანასოფლელები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას მოითხოვდნენ. დეპუტატის თქმით, მისი რჩევა, რომ დალოდებოდნენ ექსპერტიზის საბოლოო პასუხსა და გამოძიების შედეგებს, შეკრებილმა მოსახლეობამ არ გაითვალისწინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი