

ხარაგაულში, 9 აპრილის ქ. #18-ში მცხოვრები ელენე პაქსაშვილის ხუთსულიან ოჯახს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართი დაუქირავა.
სოციალურად დაუცველი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია.
შენობის დაშლისა და ნგრევის პროცესი სამი წლის წინ დაიწყო. სახლი, რომლის ერთი მხარე დაჟანგებული რკინის ბოძებს უჭირავს, გადახრილია.
სამი თვის წინ იატაკი ჩავარდა და პატარა ბავშვი დიდი სიმაღლიდან ჩავარდა. ერთი თვის წინ ელენე პაქსაშვილის ფეხმძიმე რძალი ჩავარდა იატაკში და 5 თვის ნაყოფი დაიღუპა.
დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებელი სახლი 30 სექტემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა კიდევ უფრო დააზიანა.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება იმ სახლის მეპატრონესთან, სადაც საცხოვრებლად გადავედით და ბინის ქირას გამგეობა გადაგვიხდის,“ – ამბობს ელენე პაქსაშვილი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი