

ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ელენე პაქსაშვილის ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა. წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა კიდევ უფრო დაამძიმა სახლის მდგომარეობა.
მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა უსაფრთხოება, სახლის ავარიულობის გამო, ვერ არის დაცული.
ელენე პაქსაშვილი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძის განმარტებით, ელენე პაქსაშვილის ოჯახმა, როგორც სტიქიით დაზარალებულმა, 2013 წელს ფულადი დახმარება მიიღო.
თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ ოჯახმა ისევ შეიტანა განცხადება დახმარების მისაღებად. მისივე განმარტებით, კომისიამ ოჯახს სტიქიით დაზარალებულის მეორე კატეგორია მიანიჭა. „კომისიის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. ოჯახი დაკმაყოფილდება. ამ კატეგორიის დაზარალებულებს 500-დან 700 ლარამდე თანხით ვეხმარებით. თუ შესაძლებლობა გვექნა, მაქსიმალური თანხით დავეხმარებით,“ – ამბობს თემურ ჩხეიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე იმედოვნებს, რომ ელენე პაქსაშვილის ოჯახის პრობლემას გადაჭრიან – ან ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს შესთავაზებენ, ან ისე გაამაგრებენ სახლს, რომ აღარ იყოს საშიში იქ ცხოვრება.
ნინო კაპანაძე
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,