

ხარაგაულში, 9 აპრილის ქ. #18-ში მცხოვრები ელენე პაქსაშვილის ხუთსულიანი ოჯახის სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. გაუსაძლია მათი საცხოვრებელი პირობები. ელენე პაქსაშვილი ამბობს, რომ სახლი 32 წლის წინ შეიძინა. სამი წლის წინ შენობის დაშლისა და ნგრევის პროცესი დაიწყო. სახლი, რომლის ერთი მხარე დაჟანგებული რკინის ბოძებს უჭირავს, გადახრილია და ამიტომ ოთახის კარებები არ იკეტება.
„ბოლო სამი წლის მანძილზე კომისიამ ექვსჯერ შეამოწმა ჩემი სახლის მდგომარეობა. გასულ წელს კომისიის წევრი რამაზი სებისკვერაძე იყო, ამ ორი თვის წინ – დათო თხელიძე. ორივემ თქვა, რომ ამ სახლში ცხოვრება არ შეიძლება. ოფიციალურად დასკვნები არ მიმიღია, სიტყვიერად მითხრეს,“ – ამბობს ელენე პაქსაშვილი.
მისივე თქმით, მათ სახლს მეორე კატეგორია მიანიჭეს. „გაზეთის მეშვეობით გავიგე, რომ 800 ლარი მეკუთვნოდა. შარშან მომცეს 500 ლარი. ამ თანხით სახლი გადავხურე, თუმცა, თანხა არასაკმარისი იყო და ნათესავები დამეხმარენ,“ – ამბობს ელენე პაქსაშვილი და წლევანდელი ბზობის დღესასწაულს იხსენებს, რომელიც მისი ოჯახისთვის კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა:
„იქ, სადაც ტუალეტი გვაქვს, უკანა მხარეს პატარა სათავსოა. ბავშვი გავიდა და იატაკი ჩავარდა. ძალიან დიდი სიმაღლიდან ჩავარდა ჩემი შვილიშვილი და დაეცა მიწაზე. მადლობა ღმერთს, რომ გადაგვირჩა ცოცხალი. შიშისგან კანკალებდა. თვეების მანძილზე თავი ტკიოდა. იმავე დღეს მოვიდა გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე და ნახა ჩვენი მდგომარეობა.
თუ ზედმეტები ვართ ამ რაიონში, მითხრან და წავალთ აქედან. სახლში უსუსური ბავშვები მყავს. მესამეზეა რძალი ორსულად. ძალიან მძიმეა ჩვენი საცხოვრებელი პირობები. უბრალო მუშის და დამლაგებლის ადგილი მოვითხოვე შვილისა და რძლისთვის, მაგრამ არ გამოჩნდა. არც მიწა გვაქვს სადმე, არც სოფელი. ბოლო სამი წელია, სახლი გვენგრევა და ვის მივმართო, არ ვიცი.
მესამე თვეა, ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით გამგეობაში განცხადება შევიტანე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძის განმარტებით, კომისია, რომელიც ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის საკითხს განიხილავს, მომავალი თვის ათ რიცხვამდე შეიკრიბება. „სავარაუდოდ, ელენე პაქსაშვილის განცხადება ერთჯერადი სოციალური დახმარების მოთხოვნაზე, დაკმაყოფილდება,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თემურ ჩხეიძემ.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი