

დღეს, პირველ ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს.
კერძოდ,
ადგილობრივ ბიუჯეტში ასახეს ცენტრალური ბიუჯეტიდან მაღალმთიან სოფლებში გზების აღსადგენად და 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხები;
203 ათასი ლარით გაუზარდეს სუბსიდია ხარაგაულის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მერიას 2025 წლის თებერვალში სტიქიით დაზარალებულმა 16-მა ოჯახმა მიმართა. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეთა განცხადებებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სპეციალური კომისია შეისწავლის და თითოეული ოჯახისთვის გასაცემი თანხის ოდენობას საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხის მიხედვით განსაზღვრავს.
ა) დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის – 152 ათას ლარს. ეს თანხა შემდეგნაირად განაწილდება: გზების შეკეთება და მეწყერისაგან სავალი გზების გასაწმენდად – 60 ათასი ლარი; სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოსაწყობად – 20 ათასი ლარი; საამშენებლო მასალების შესაძენად 20 ათასი ლარი; საწვავ-საპოხი მასალების გაძვირების გამო – 25 ათასი ლარი; სამხარაულიდან ექსპერტის მოსაწვევად – 3 ათასი ლარი; მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების თანამშრომლების (მეეზოვები, მუშები) შრომის ანაზღაურებისათვის 24 ათასი ლარი;
ბ) გარე განათების ქსელის ექსპლუატაციისთვის დამატებით საჭიროა – 35 ათასი ლარი – ელექტროენერგიის ფასისა და გარე განათების ქსელის გაზრდის გამო – 20 ლარი; გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისათვის საჭირო მილების და დამხმარე მასალების შესაძენად – 15 ათასი ლარი;
გ) 16 ათასი ლარი საჭიროა პარკის მომვლელების შრომის ანაზღაურებისათვის.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების სუბსიდია 203 ათასი ლარით 2026 წლის პირველ იანვარს არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის ხარჯზე გაიზრდება.
ამავე საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ხარაგაულში ახალშობილებზე ერთჯერადი დახმარების თანხა იზრდება, ხარაგაულში ჯანდაცვის ცენტრის სახურავის რეაბილიტაციისთვის 68 500 გამოიყო.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის საკრებულომ სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას მხარი არ დაუჭირა
„ქართული ჯიშის, მიწის და კლდის ვარ, ხარაგაულის მაღალი მთის ვარ. ხან ვერხვი ვარ და ხანაც ძეწნა ვარ, ჭირთამთმენი და ერთგულება […]
დღეს, პირველ ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს. კერძოდ, ადგილობრივ ბიუჯეტში ასახეს ცენტრალური ბიუჯეტიდან მაღალმთიან სოფლებში […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჭიპაშვილმა,
30-31 მაისს, ილიას ბაღში მდებარე Slink Cafe-ში, დამოუკიდებელი ონლაინმედიების
ხვალ, 28 მაისს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.