

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჭიპაშვილმა, საკრებულოს წევრმა კოალიციიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“, სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვა. ამის საჭირობა კი იმით დაასაბუთა, რომ მოსახლეობას აინტერესებს, რას და როგორ საქმიანობენ დეპუტატები, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, რას უჭერენ მხარს და რას ეწინააღმდეგებიან.
საკრებულომ ამ საკითხს, დებულების თანახმად, კენჭი უყარა. სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას მხარი მხოლოდ დეპუტატმა გივი მაისურაძემ (პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“) დაუჭირა.
„რა გვაქვს დასამალი, რატომ ვეწინააღმდეგებით საკრებულოს სხდომის პირდაპირი ეთერით გადაცემას, რა გვაშინებს“, – მიმართა მიხეილ ჭიპაშვილმა კოლეგებს.
დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ საკრებულოს სხდომები ღია და გამჭვირვალეა და დასწრების უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, სხდომებს მედია აშუქებს.
მიხეილ ჭიპაშვილი აპირებს, რომ საკრებულოს პირდაპირ ეთერში სხდომის გადაცემაზე უარის დასაბუთება მოსთხოვოს.
„ქართული ჯიშის, მიწის და კლდის ვარ, ხარაგაულის მაღალი მთის ვარ. ხან ვერხვი ვარ და ხანაც ძეწნა ვარ, ჭირთამთმენი და ერთგულება […]
დღეს, პირველ ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჭიპაშვილმა, საკრებულოს წევრმა კოალიციიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“, სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვა. ამის […]
30-31 მაისს, ილიას ბაღში მდებარე Slink Cafe-ში, დამოუკიდებელი ონლაინმედიების
ხვალ, 28 მაისს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.