

ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგო, თუმცა, მისი ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი გაურკვეველია. ბაღის ახალი შენობის გახსნა ფერხდება იმის გამო, რომ შენობაში ამ დრომდე წყალი ვერ შეიყვანეს.
ხევის საბავშვო ბაღის მშენებელი „ენერჯი გრუპის“ სამუშაოთა მწარმოებელი ლადო აღაჯანაშვილი ამბობს, რომ პროექტში მითითებული საბურღი მასალით იმ ადგილის გაბურღვა, საიდანაც ბაღს წყალი უნდა მიეწოდოს, ვერ ხერხდება.
ამიტომ, მშენებელმა კომპანიამ, ბურღვის ტექნოლოგიის შეცვლის მოთხოვნით, წერილობით მიმართა დამკვეთებს – რიკოთის ავტობანის მშენებელ ჩინურ კომპანიასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე 2025 წლის ივნისში სოფელ ხევში იმყოფებოდა და მოსახლეობას საბავშვო ბაღის გახსნას სასწავლო წლის დასაწყისისთვის დაჰპირდა. „მინისტრმა პირობა დადო, რომ სექტემბრის ბოლოსთვის საბავშვო ბაღი ექსპლუატაციისთვის მზად იქნება“, – გვითხრა მაშინ მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ.
რატომ ვერ შესრულდა მინისტრის დაპირება და რა ეტაპზეა ხევის ბაღის მშენებლის წერილობითი მოთხოვნის განხილვა, – ამის გასარკვევად ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდით. პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე გაცნობებთ.
ამჟამად ხევის საბავშვო ბაღის ეზოს მოპირკეთება და ელექტროენერგიის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს სამუშაოები, „ენერჯი გრუპის“ სამუშაოთა მწარმოებლის ვარაუდით, მარტის ბოლოსთვის დასრულდება.
უკვე მესამე წელია, რაც ხევის საბავშვო ბაღი, რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის დაკვეთით შენდება. ხევის საბავშვო ბაღის ძველი შენობა 2021 წლის ნოემბერში დაანგრიეს. ამით დაირღვა მანამდე დადებული პირობა, რომ ბაღის ძველი შენობის დემონტაჟისას, ახალი შენობა უკვე აგებული იქნებოდა.
2021-2022 სასწავლო წელს ხევის საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაქირავებულ სახლში გააგრძელა. თუმცა, 2022 წლის ივნისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, ბაღს კერძო სახლში ყოფნა აეკრძალა, – სახლის სამზარეულო და სველი წერტილები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
2022 წლის სექტემბრიდან ხევის საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდა მხოლოდ 5-6 წლის ასაკის აღსაზრდელებისთვის. 2025 წლის სექტემბრიდან ამ სასკოლო მზაობის ჯგუფის ფუნქციონირებაც შეჩერდა, რადგან ოქტომბერში საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას ელოდებოდნენ.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, 50 აღსაზრდელზე გათვლილ ხევის საბავშვო ბაღში, ორი ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. 2025-2026 სასწავლო წლისთვის ორივე ჯგუფში სულ 25 აღსაზრდელს ელოდებიან.
2020 წლის ოქტომბერში, – იმ დროს ხევის საბავშვო ბაღი ძველ შენობაში ფუნქციონირებდა, – ამ საბავშვო ბაღში 40 აღსაზრდელი ირიცხებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აიგო, თუმცა, მისი ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი გაურკვეველია. ბაღის ახალი შენობის გახსნა ფერხდება […]
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე