

ხევის საბავშვო ბაღის შენობა რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალშია. ამჟამად მშენებელი კომპანიისგან შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ხევის საბავშვო ბაღმა 6 ოქტომბერს ფუნქციონირება ნაქირავებ ბინაში დაიწყო. ამ ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის ყველა პირობა შეუქმნეს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღზრდელო პროცესი განახლება 15 ნოემბრამდე არის გადავადებული.
საბავშვო ბაღისთვის ხევში ახალი შენობა საზოგადოებრივი ცენტრის გვერდით განთავსდება.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობას ავტობანის მშენებელი კომპანია ან თავად ააგებს, ან სხვას დაუკვეთავს.
„საბავშვო ბაღისა და საექიმო ამბულატორიისთვის კერძო სახლები დავიქირავეთ და ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯს ვწევთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ამიტომ ჩვენს ინტერესშია, ახალი შენობების აგება დროულად დაიწყოს.
მშენებლობის ვადების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გვეცოდინება“.
ნინო კაპანაძე
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა