

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება ჯერ არ დაწყებულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მშენებელ კომპანიას საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში შეარჩევს.
ხევში საბავშვო ბაღის, საზოგადოებრივი ცენტრისა და ამბულატორიისთვის ახალი შენობების ასაგებად 2 150 კვმ მიწის ფართობი, 30 ათას ლარად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა კერძო პირისგან შეისყიდა. იმ ტერიტორიაზე ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხევის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ამჟამინდელ შენობაში იმ დრომდე გააგრძელებს, სანამ ახალი შენობა არ აიგება, – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
ნინო კაპანაძე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.