ხემაღალსა და ღვერკში განვითარებულმა მეწყერმა მდინარე ყარნება სამ ადგილას შეაგუბა – ეს ინფორმაცია ღვერკელი მარადი გელაშვილისგან მოვიპოვეთ.

მისივე ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხიდთან ტექნიკა მიიყვანა, რათა მოსალოდნელ მიწის მასას ხიდის ქვეშ კალაპოტი გაუწმინდონ და მოუმზადონ.

გუშინ, 23 აგვისტოს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გავრცელა ინფორმაცია, რომ ხემაღალსა და ღვერკში გააქტიურებულმა მეწყერმა მდინარე ყარნება ნაწილობრივ ჩაკეტა და სააგენტოს გეოლოგებმა შესაბამის უწყებებთან ერთად გასცეს რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას.

ამ ორ სოფელში მეწყერი ივნისის ბოლოდან გააქტიურდა.

ამავე თემაზე

„მეწყერი ხარაგაულში მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის“

ხემაღალსა და ღვერკში მძიმე მეწყერსაშიში ვითარებაა