

ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა სად განაახლებს სასწავლო პროცესს, – ამ შეკითხვით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, მარინა ვეფხვაძეს მივმართეთ.
„ლაშის სკოლა, 15 სექტემბრიდან, სწავლას მეორე ცვლაში დაიწყებს, ხარაგაულის #2 ან ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის შენობაში. მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი მოემსახურება. გეოლოგების შეფასებით, სასწავლო პროცესის ლაშის სკოლაში განახლება, რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან სოფელი ლაშეც სტიქიურ ზონაშია“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
ლაშის სკოლაში ამჟამად 20 მოსწავლე სწავლობს.
ფოტოზე – ლაშის საჯარო სკოლა
ამავე თემაზე – რა ხდება ღვერკსა და ხემაღალში
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!