
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
რამდენად დროულად გამოიყოფა საკმარისი ტყეკაფები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი გიორგი ბახტიძე გვპასუხობს, რომ „გასულ წელს ხარაგაულში გამოყოფილი ტყეკაფებიდან ნაშთი ყველა სატყეო უბანშია დარჩენილი და მოსახლეობას შეშის შეძენა ახლაც შეუძლია. აგვისტოში კი უკვე ახალი ტყეკაფები გამოიყო.
ხე-ტყის დამზადების ბილეთისთვის მოქალაქემ შესაბამისი თანხა „ლიბერთი ბანკში“ უნდა გადაიხადოს. ამ ბარათის მოქმედების ვადა სამი თვეა და მასზე დატანილია მეტყევის ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ მოქალაქე დაუკავშირდება მეტყევეს, რომელიც განუსაზღვრავს მის საცხოვრებელ სახლთან ახლოსმდებარე ტყეკაფს. შეშის დამზადების შემდეგ მეტყევე ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის საშეშე მერქნის წარმოშობის დოკუმენტს გამოგიწერთ. შეშა ტყიდან ამ დოკუმენტის გამოწერიდან 12 საათის განმავლობაში უნდა გაიტანოთ.
ერთ ოჯახს 7 კბმ შეშის მოპოვების უფლება აქვს. ერთ კბმ რცხილისა და წიფელის საშეშე მერქნის მოპოვებისთვის 6 ლარია გადასახდელი, მუხის საშეშე მერქნისთვის – 7 ლარი, ხოლო რთხმელის საშეშე მერქნისთვის – 5 ლარი.
გიორგი ბახტიძე ამბობს, რომ მათი სამსახური შეშას საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სკოლებს, ბაღებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუმზადებს და ადგილზე მიუტანს. ამ მიზნით, სავარაუდოდ, 1 400 კბმ საშეშე მერქანია საჭირო.
კვლავ უცნობია „საქმიანი ეზოების“ ამოქმედების თარიღი. გიორგი ბახტიძის ინფორმაციით, თეთრაწყაროში „საქმიანი ეზო“ ექსპლოატაციისთვის უკვე მზადაა, ხოლო ხევში – დასრულების პროცესშია.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს. რამდენად დროულად გამოიყოფა საკმარისი ტყეკაფები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულის სატყეო უბნის […]
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო