
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოვიპოვეთ.
მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ცენტრალური საავტომობილო გზა,
ხემაღალში მცხოვრები ეშხა პაპავა მეუღლესთან ერთად მესამეა დღეა საცხოვრებლად მეზობლის სახლში გადავიდა. ეშხას სახლის უკან მიწა მოწყდა, შემდეგ კი სახლი მთლიანად დაიბზარა.
„სახლის ყველა კედელი და საძირკველი გახსნილია, – ამბობს ეშხა პაპავა, – მეზობლის სახლს ჩემი სახლისგან მინდორი ჰყოფს. იმ მინდვრის მთელ სიგრძეზე ერთ მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა.
გეოლოგებმა გვითხრეს, რომ სახლში ღამე არ გავათიოთ. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ საცხოვრებელ სახლებს თუ მოვძებით, ბინის ქირას გადაგვიხდიან. მეც მოშორებით მცხოვრები მეზობლის სახლში შევედი. ხემაღალიდან კიდევ ერთი ოჯახი გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად“.
„4 დღის წინ სახლის ყველა კედელი ერთდროულად გაიხსნა, – ამბობს ღვერკში მცხოვრები თამარ გოგბერაშვილი. ერთბაშად გააქტიურდა მეწყერი. ფილები აიყარა, სახლის კედლებმა ტკაცა-ტკუცი დაიწყო. ძალიან შეგვეშინდა. მერე გეოლოგები მოვიდნენ და გვითხრეს, აქ ცხოვრება არ შეიძლებაო და ზესტაფონში წამოვედი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. აქ უნდა ვიქირაოთ ბინა. ჯერჯერობით ნათესავთან ვართ.
ტაქსით რისი წამოღებაც შევძელი, ეგ იყო. კარადები, საწოლები, ყველაფერი სახლში დარჩა. იქ შესვლის გვეშინია. არ ვიცი, რა და როგორ იქნება“.
„ეს პროცესები სამი კვირის წინ დაიწყო, – ამბობს ღვერკში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი, – მეზობლის სახლმა მულოდნელად ჩაძირვა დაიწყო. ეზოში ნაპრალები გაჩნდა და პროცესი თანდათან გააქტიურდა. ღვერკის თავზე რომ მთაა, იქ გაჩნდა ნაპრალები. ის მთა რომ მოწყდეს, მერე არ ვიცი რა გვეშველება. აფორიაქებული და შეშინებულები ვართ“.
ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი კახა კვინიკაძე ამბობს, რომ მეწყერი სამი კვირის წინ გააქტიურდა. მისი ინფორმაციით, მძიმე მდგომაროების გამო გეოლოგებმა ღვერკიდან ექვს ოჯახს, ხოლო ხემაღალიდან – ორ ოჯახს სახლების დატოვება ურჩიეს. ამ ოჯახებმა საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვეს. ღვერკში კიდევ ათამდე დაზიანებული სახლია, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს.
„გეოლოგებს სოფელში დღეს, 27 ივნისსაც ველოდებით. სპეციალისტებმა ორივე სოფლის მთელი ტერიტორია უნდა შეისწავლონ. მათი დასკვნის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – ამბობს კახა კვინიკაძე.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოვიპოვეთ. მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, […]
მეორე წელია, ხევში საბავშვო ბაღისა და საექიმო